
საპილოტე ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, IDFI-ისა და UNDP-ის ხელშეწყობითა და შვედეთის მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, შექმნა მდგრადი განვითარების მინების საკოორდინაციო მექანიზმი – მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო, რომლის შემადგენლობაში ასევე ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი შედის, შეიმუშავა მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი – მდგრადი განვითარების მიზნების მატრიცა, შესაბამისი გლობალური და ეროვნული ინდიკატორებით და შეფასების ფორმებით, ასევე დაიწყო მუშაობა ელექტრონული მონიტორინგის სისტემაზე, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება და განახორციელა ცნობიერების ამაღლების კამპანია თბილისსა და რეგიონებში.
საპილოტე პროცესის მიზანი იყო ინოვაციური მიდგომების შემუშავება მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესში. სამი ძირითადი სამიზნე, რომლებიც საპილოტე ქვეყნებმა დასახეს იყო:
1. ინკლუზიური მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა, რომელშიც მოცული უნდა ყოფილიყო, როგორც მთავრობა ისე სამოქალაქო საზოგადოება;
2. მონიტორინგის პროცესის ღიად და გამჭვირვალედ წარმართვა და მონაცემების საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
3. მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მონიტორინგის ინკლუზიური მიდგომის გამოყენება შDG 16-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობისთვის, დაინტერესებული მხარეების ჩართვით, არა მხოლოდ მონიტორინგის, არამედ ანგარიშგების პროცესში გამოვლენილი გამოწვევების გადაჭრის გზების იდენტიფიცირებისთვის.
ანგარიშში მიმოხილულია მონაწილე მთავრობების მიერ SDG 16-ის მონიტორინგის პროცესში გამოყენებული განსხვავებული მიდგომები არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით, ამ პროცესში გამოვლენილი ძირითადი გამოწვევები და მიღებული გამოცდილება.
საპილოტე ინიციატივას ხელმძღვანელობდა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.