IDFI-მ ახალციხეში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გამართა

IDFI-მ  21 ნოემბერს ახალციხეში გამართა საჯარო ლექცია  სახელწოდებით – „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები,  გლობალური და ეროვნული დღის წესრიგი“. საჯარო ლექცია    ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში პროექტისთვის  „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა  საქართველოში“ ჩატარდა, რომელსაც ახორციელებენ IDFI და გაეროს  განვითარების პროგრამა (UNDP), შვედეთის მთავრობის ფინანსური  მხარდაჭერით.

ღონისძიება გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო  უნივერსიტეტში. მონაწილეთა  შორის იყვნენ სტუდენტები,  არასამთავრობო ორგანიზაციათა და ადგილობრივი  თვითმმართველობის წარმომადგენლები.ლექციის მონაწილეები  გაეცნენ პროექტის  „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების  ხელშეწყობა საქართველოში“  ძირითად მიმართულებებს,  განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებს.    IDFI-ის  წარმომადგენელმა საბა ბუაძემ  მდგრადი განვითარების მიზნებსა და  მათში  შემავალ ამოცანებზეისაუბრა. მიზნები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს,  როგორიცაა: სიღარიბის აღმოფხვრა, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, გენდერული თანასწორობა, ჯანდაცვა, ძლიერი და გამჭვირვალე ინსტიტუციების    ჩამოყალიბება.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და მონაწილეებმა ისაუბრეს მიზნების შესრულების პროცესში ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მონაწილეობის როლსა და მნიშვნელობაზე.

მონაწილეებმა განიხილეს მიზნების განსახორციელებლად აუცილებელი რესურსები და შესაძლებლობები, ამ მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა  ჩართულობა და ადგილობრივი თვითმმართველობების როლი მიზნების განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტის და მისი სტუდენტური და კვლევითი მიზნების გამოყენებაზე.

IDFI აგრძელებს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სამომავლოდ შეხვედრების ჩატარებას გეგმავს სტუდენტებთან, საჯარო მოხელეებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s